ახალი ამბები
საპატრულო პოლიციის მიერ გამოტანილი დადგენილებები საჯაროდ გამოქვეყნდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალი საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, საპატრულო პოლიციის მიერ გამოტანილი დადგენილებები სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
უწყების ცნობით, დადგენილების გამოტანის შემდეგ დოკუმენტი ადრესატის მიერ მითითებულ ან ოფიციალურ მისამართზე ორჯერ გაიგზავნება. იმ შემთხვევაში, თუ პირი დადგენილებას ვერ ჩაიბარებს,  POLICE.GE-ზე გამოქვეყნება.

"იმ შემთხვევაში, თუ პირს, დადგენილება ან გადაწყვეტილება ვერ ჩაბარდება, ბრუნდება ფოსტაში და არაუგვიანეს 60 დღისა, განმეორებით იმავე მისამართზე გაეგზავნება. განმეორებით გაგზავნილი დოკუმენტების ჩაუბარებლობის შემთხვევაში, დაბრუნდება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში მისი საჯაროდ გამოქვეყნების მიზნით.

ინფორმაცია დადგენილება/გადაწყვეტილების შესახებ, გამოქვეყნებისთანავე პირს მის მიერ განცხადებაში მითითებულ ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გაეგზავნება", - ვკითხულბთ შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით გადაწყვეტილება პირისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღის შემდეგ.


Print