ახალი ამბები
წალენჯიხა ლიტერატურულ ფესტივალს მეორედ უმასპინძლებს
1-2 ივლისს,წალენჯიხაში, გრანელის სახელობის პარკში ლიტერატურული ფესტივალი "გრანელი" გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება წიგნების გამოფენა - გაყიდვა, სტუმრები კი სპეციალური ფასდაკლებით ისარგებლებენ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალში 20-მდე გამომცემლობა და 27 ავტორი მიიღებს მონაწილეობას.

პროგრამა აერთიანებს, როგორც ქართულ, ზოგად კოლხურ, ასევე საერთაშორისო, მათ შორის, უკრაინულ თემატიკას. ღონისძიება ასევე მოიცავს ბლოგს ტერენტი გრანელის შემოქმედებაზე. ფესტივალზე გრანელის პრემიის ლაურეატები გამოვლინდებიან.

წალენჯიხაში სამდღიანი ლიტერატურული ფესტივალი პირველად შარშან გაიმართა.

Print