ახალი ამბები
მიწის ჩამოშლის გამო რიკოთზე მოძრაობა შეზღუდულია
ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე, ზესტაფონის მონაკვეთთან, მიწისა და ქვა-ღორღის ჩამოშლის გამო ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

"საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 169 კმ-ზე ( რიკოთის მონაკვეთი) ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ადგილზე ჩამოსულმა მიწის შვავმა შეაფერხა საავტომობილო მიმოსვლა", - ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.

ამავე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს აქტიური გაწმენდითი სამუშაოები, რათა უმოკლეს ვადებში სრულად აღდგეს ტრანსპორტის მოძრაობა.




ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი
Print