ახალი ამბები
შესაძლოა, ბადრი ესებუას განაჩენი დღეს გახდეს ცნობილი
ტერორიზმში ბრალდებულ ბადრი ესებუას საქმეზე ზუგდიდის რაიონული სასამართლო დღეს ბრალდებულს მოუსმენს. ადვოკატი კი არ გამორიცხავს, რომ პროცესი დღეს დასრულდეს და განაჩენი ცნობილი გახდეს.

ესებუა, რომელსაც დაკავების დროს აღმოჩენილი უკანონო იარაღის ფლობისთვის 4 წელი აქვს მისჯილი, ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" თავდასხმას არ აღიარებს.

2020 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:15 წთ-ზე შეიარაღებული და სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ბანკის ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონს დოლარს ითხოვდა. სპეცოპერაცია მძევლების გასათავისუფლებლად, თითქმის, 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასთან მოლაპარაკებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა აწარმოებდა. საბოლოოდ, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად შენობა დატოვა და პოლიციის პიკაპის ტიპის ავტომანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. მოგვიანებით, როგორც მძევლები ჰყვებიან, მამაკაცმა ისინი ჩხოროწყუს სოფელ კირცხის ტყეში დატოვა და თავად ფულთან ერთად გაუჩინარდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.


ამავე თემაზე:

ბადრი ესებუას პროცესზე აუდიო და ვიდეო მტკიცებულებები გამოიკვლიეს

ბადრი ესებუას დედა: „2020 წლის 21 ოქტომბერს ჩემი შვილი მთელი დღე სახლში იყო“

პროკურატურა: „ბადრი ესებუა 2009 წელს ფსიქიატრიულში მკურნალობდა“

ბადრი ესებუას ადვოკატი სასამართლოს ტენდენციურობასა და მტკიცებულებების გაყალბებაზე საუბრობს

Print