ახალი ამბები
ძლიერმა წვიმამ წალენჯიხაში პრობლემები შექმნა
რამდენი დღიანი წვიმის შემდეგ წყალმოვარდნებმა პრობლემები შექმნა სამეგრელოში, ყველაზე დიდი ზიანი რეგიონში წალენჯიხის მუნიციპალიტეტს მიადგა. სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილი.

წალენჯიხაში სტიქიის შედეგად ასევე დაზიანდა მაზანდარას უბანში მდებარე დროებითი ასაწყობი ხიდი, დაიტბორა საცხოვრებელი სახლების და სავარგულების ნაწილი. ვითარებას ადგილზე გაეცნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. გუბერნატორის თქმით, დაზიანებულ ინფრასტრუქტურას მალევე აღადგენენ.
Print