ახალი ამბები
რეჟისორები აწერიათ, არცერთი არ ვიცით, ვინ არის, საერთოდ - მეუფე სტეფანე კინოცენტრში მიმდარე პროცესებზე
მეუფე სტეფანე ქადაგებისას კინოცენტრის გარშემო მიმდინარე პროცესებსაც შეეხო და იმ რეჟისორების კომპეტენცია დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ, რომლებიც ცენტრში არსებულ ვითარებას აპროტესტებენ.

ჭყონდიდის მიტროპოლიტის განცხადებით, პროცესი "არაფრის შემქმნელებმა და ნულებმა" წამოიწყეს, "არარსებული შეზღუდვების" მიმართ.

"გუშინ შევხედე ტელევიზორს და მოკლედ, არ ვიცი, რეჟისორები აწერიათ, არცერთი არ ვიცით, ვინ არის, საერთოდ. თუ ვინმეს უნახავს კიდევ ფილმი, რომელიც მათი გადაღებულია ეგეც საინტერესოა, რა. იბრძვიან იმისთვის, რომ დამოუკიდებელი და თითქოს, ღირებულებას ქმნიდნენ რამეს და კაციშვილმა არ იცის, რა გააკეთეს. ესენი ახლა დგანან და ყვირიან, რომ თითქოს არ აძლევენ საშუალებას, რაღაცა თავისუფლად შემოქმედები იყვნენ. არაფრის შემქმნელებმა და ნულებმა წამოიწყეს პროცესი, თითქოს ვიღაცა შემოქმედებით შეზღუდვას უწესებს" - აღნიშნა მეუფე სტეფანემ ქადაგებისას


ამავე თემაზე:

კიკუები, დაწყებული პრეზიდენტიდან, მრავლად გვყავს - მეუფე სტეფანე
Print