ახალი ამბები
ბეთლემში ზიპლაინის რეაბილიტაციისთვის სენაკის მერიამ 9 000 ლარი გამოყო
სენაკის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ ბეთლემში "თოკების პარკისა" და ზიპლაინის რეაბილიტაციისთვის 9 000 ლარს დახარჯავს. მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადდა. დოკუმენტაციის მიხედვით, გამოსაცვლელია რამდენიმე წვრილმანი დეტალი, ბაგები და დასამატებელია ზიპლაინის დამჭიმი.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზიპლაინი ორი თვის წინ დაიხურა, ექსპლუატაციაში კი 3 წლის წინ შევიდა და ამ დროის განმავლობაში ეს პირველი გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

ტენდერი 19 ივნისს გამოცხადდა, წინადადების მიღება კი 30 ივნისს დასრულდება. თანხა სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

სოფელ ბეთლემში ზიპლაინი და თოკების პარკი 2020 წლის 5 სექტემბერს, პროექტის ,,სენაკის ეკონომიკური განვითარება ტურიზმის ხელშეწყობის გზით"  ფარგლებში მოეწყო.

Print