ახალი ამბები
სკოლის დირექტორი: გოგონა, რომელზეც სექსუალურად იძალადეს, სპეციალური საჭიროების მქონეა
სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 13 წლის გოგონა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონეა, ამის შესახებ რადიო "ათინათთან" იმ სკოლის დირექტორმა ისაუბრა, სადაც მოზარდი სწავლობს. მისივე ინფორმაციით, მერვეკლასელი გოგონა, ბოლო პერიოდში სკოლას ხშირად აცდენდა, ძალადობის შესახებ კი მასწავლებლებმა არასრულწლოვანის მშობლებისგან გაიგეს.

დირექტორის განცხადებით, მოზარდისთვის ძალადობის ნიშნები სკოლაში არ შეუმჩნევიათ.

" ერთადერთი ის, რა ინფორმაციაც მაქვს არის ის, რომ ბოლო კლასში თითქმის არ დადიოდა სკოლაში და ამ დღეებში ექსტერნი გამოცდა უნდა ჩაებარებინა, თუმცა არ მოვიდა, მოვიკითხეთ თუ რატომ არ გამოცხადდა, მაგრამ მშობლებს ვერ დავუკავშირდით. მესამე დღეს აქეთ დაგვირეკეს და მათგან გავიგეთ, რომ საავადმყოფოში იყვნენ. გაირკვა, რომ ორსულად არის და უკვე პოლიციაც ინფორმირებულია. ეს ბავშვი არის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე, იყო ხშირი გამცდენი. კვირაში ერთი ან ორი დღე დადიოდა სკოლაში. ბავშვისთვის ქცევიდან გამომდინარე არაფერი არ შეგვიმჩნევია,"- გვიყვება სკოლის დირექტორი.

16 წელს მიუღწეველ გოგონასთან სექსუალური ხასიათის ბრალდებით დაკავებული მამაკაცი, რომელიც სამართალდამცავებმა გუშინ აიყვანეს, დანაშაულს არ აღიარებს.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მხულით მიმდინარეობს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.

ამავე თემაზე: 

არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის ბრალდებით დაკავებული მამაკაცი ბრალს არ აღიარებს - ადვოკატი

ზუგდიდში არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირისთვის შუახნის მამაკაცი დააკავეს
Print