ახალი ამბები
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი სესია ქვეყნის მასშტაბით ყველა საგამოცდო ცენტრში უკვე მიმდინარეობს. ცენტრი გახსნილია ქალაქ ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლაშიც, ასევე, გამოცდა მიმდინარეობს ფოთში.

აბიტურიენტები გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.

სულ 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენა-ლიტერატურის ტესტირებით დაიწყო. მათემატიკაში გამოცდა 7 ივლისს, სხვადასხვა უცხო ენაში კი - 10, 11 და 12 ივლისს გაიმართება. აბიტურიენტებისთვის გამოცდები 26 ივლისს დასრულდება.
Print