წინა თვესთან შედარებით, რძეზე, ყველაზე, კვერცხზე, პურსა და პურპროდუქტებზე, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე,
ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, ზეთსა და ცხიმზე ფასები შემცირდა. ახალ მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
"საქსტატის" მიერ გავრცელებული მონაცემებით ირკვევა, რომ ივნისში მაისთან შედარებით ფასები გაიზარდა თევზზე, ალკოჰოლურ სასმელებზე, თამბაქოს პროდუქტებზე, წყალზე, სატრანსპორტო მომსახურებებზე, ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე.
"2023 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.6 პროცენტი შეადგინა - ვკითხულობთ "საქსტატის" ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები