ახალი ამბები
ივნისში სამეგრელო - ზემო სვანეთში ხე - ტყის უკანონოდ მოპოვების 13 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ივნისის თვეში, სამეგრელო - ზემო სვანეთში უკანონო ტყით სარგებლობის 13 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით ხე - ტყით უკანონო სარგებლობის 184 ფაქტი გამოვლინდა, 110 უკანონო მოპოვება - ტრანსპორტირებას ეხება, 74 კი სახერხი საამქროს მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხის ფლობის შემთხვევაა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, 11 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 157 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე.




Print