ახალი ამბები
საქართველოს შავი ზღვის აკავტორიებში წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია - სააგენტო
ბულგარეთის და საქართველოს შავი ზღვის აკვატორიებში წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო იუწყება.


სააგენტოს ცნობით, ბულგარეთში, ქ. ბურგასში, გამართულ სუბრეგიონალური ჯგუფის შეხვედრაზე, შავი ზღვაში მიმდინარე კვლევებისა და შედეგების შესახებ ინფორმაცია ბულგარელმა სპეციალისტებმა ქართველ კოლეგებს გაუზიარეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ, როგორც ბულგარეთის, ისე საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში, დაკვირვების შედეგად, წყლის ხარისხი, მათ შორის ჯამური ნავთობის ნახშირწყალბადები, მძიმე მეტალები და სხვა ქიმიური პარამეტრები ნორმის ფარგლებშია.


ამავე თემაზე:

შავ ზღვაში წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია - გარემოს ეროვნული სააგენტო
Print