ახალი ამბები
არ შეიძინოთ საეჭვო წარმომავლობის ხორცი - სეს
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მორიგი შეტყობინება ტრიქინელოზის კლინიკურად დადასტურებული შემთხვევის შესახებ მიიღო. სეს-ში ამბობენ, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში ეს მეხუთე დადასტურებული შემთხვევაა.


სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, არ შეიძინოს ხორცი არაორგანიზებულ სავაჭრო ობიექტებში, სადაც არ არის წარმოდგენილი ვეტერინარული ზედამხედველობის დამადასტურებელი დოკუმენტი - ფორმა 2!

„ტრიქინელოზი არის დაავადება, რომელიც ადამიანს შესაძლოა დაემართოს მიკროსკოპული პარაზიტით ტრიქინელათი ინფიცირებული ცხოველების (ღორი, სხვა გარეული ცხოველი და ცხენი) ხორცის საკვებად მიღებისას.

ხორცის დამარილება, შებოლვა და გაშრობა პარაზიტს არ კლავს“, - ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.

Print