ახალი ამბები
ბოლო 6 თვეში საქართველოს 2 860 117 ტურისტი ესტუმრა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 2023 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში საქართველოში 2 860 117 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა. მათივე ინფორმაციით ეს შედეგები პანდემიამდელი მონაცემების 74%-ით აღდგენაა.

2023 წლის მეორე კვარტალში კი, რაც მარტი-ივნისის პერიოდს მოიცავს 1 951 955 საერთაშორისო ვიზიტორი ესტუმრა საქართველოს.

"2023 წლის II კვარტლის მდგომარეობით საქართველოში 1,651,655 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 73.6% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +57.4%-ია. 2023 წლის აპრილი-ივნისის პერიოდში საქართველოში 1,085,151 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემის 87.2% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +44.8%-ს შეადგენს,"- ვკითხულობთ ტურიზმის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.
Print