ახალი ამბები
საქართველო Wanderlust-ის კონკურსში ევროპის ტურისტულად გამორჩეულ ქვეყნად დასახელდა
საქართველო ბრიტანული სამოგზაურო გამოცემა, Wanderlust-ის კონკურსში ევროპის ტურისტულად გამორჩეულ ქვეყნად დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონკურსში საქართველოსთან ერთად მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებებია წარმოდგენილი. 

,,გამარჯვებული გამოვლინდება ხმის მიცემის შედეგად, Wanderlust-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ხმის მიცემის დროს, ავტომატურად ჩაერთვებით კონკურსში, რომელშიც Wanderlust £40,000 ღირებულების პრიზებს ათამაშებს. ხმის მიცემა დაიწყო და გაგრძელდება 18 ოქტომბრამდე'', - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს მხარდასაჭერად  ეწვიეთ მითითებულ ვებ-გვერდს.

Print