ახალი ამბები
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში რუსეთის მოქალაქეებმა 21 326 კომპანია დააფუძნეს - TI
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 21 326 კომპანია დააფუძნეს, რაც წინა 27 წლის მაჩვენებელს 3-ჯერ აღემატება.

TI-ის ცნობით, 1995 წლის იანვრიდან 2022 წლის თებერვლის ჩათვლით, რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში 7 788 კომპანია დაფუძნდა, 2022 წლის მარტიდან 2023 წლის ივნისის ჩათვლით კი ეს რაოდენობა გასამმაგებულია.

ამავე მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თვეში საშუალოდ 1 300 კომპანიას არეგისტრირებენ.

Print