ახალი ამბები
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ უცხოურ კლინიკებთან ხელშეკრულებები გაფორმდა
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები სახელმწიფოს სრული დაფინანსებით მკურნალობისთვის ისრაელის, ესპანეთის, თურქეთისა და საქართველოს კლინიკებთან ხელშეკრულებები გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამავე ცნობით, ხელშეკრულებებს ხელი ჯანდაცვის სამინისტროს "სოლიდარობის ფონდმა"და პარტნიორ კლინიკებმა მოაწერეს.

„პაკეტი მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას. ასევე - პროტონოთერაპიას, პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე. ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები, მკურნალობას ისრაელში ესპანეთსა და საქართველოში სახელმწიფოს სრული დაფინანსებით შეძლებენ. პროგრამის პარტნიორი კლინიკებია: თურქეთის "ანადოლუს სამედიცინო ცენტრი", ესპანეთის " ქირონ სალუდის სამედიცინო ცენტრი"და ისრაელის "უძილობის სამედიცინო ცენტრი"“, - ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს მთავრობამ 10 ივლისს გამოაცხადა, რომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვს სახელმწიფო დაფინანსებით დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობა მიეცემა თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებში.

პაციენტის მკურნალობისთვის პროექტის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 30 მილიონი ლარია.







Print