ახალი ამბები
გამოქვეყნდა ისტორიის გამოცდის შედეგები - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს, 3 აგვისტოს ისტორიის გამოცდის პირველადი შედეგები გამოაქვეყნა.

გამოცდების ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით, შეფასების მაქსიმალური ქულაა 60. აბიტურიენტს საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ ქულათა გათანაბრების შემდეგ მისი შედეგი იქნება ისტორიისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტი.

გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილი გახდება გათანაბრების, სკალირებისა და აპელაციის შემდეგ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს მათემატიკის გამოცდის შედეგებიც გამოაქვეყნა.


Print