ახალი ამბები
7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა
რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო ორშაბათი, 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სტიქიის ზონაში ჟურნალისტებს განუცხადა. მანვე დაადასტურა ინფორმაცია მეშვიდე დაღუპულის პოვნის შესახებ.

რაჭაში, კურორტ შოვში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად დაკარგულ 30-მდე ადამიანს ამ დრომე ეძებენ, მათ შორის, ბავშვებს. უკვე ნაპოვნია 7 ცხედარი. მაშველებმა სამაშველო ვერტმფრენით 200-ზე მეტი ადამიანის გამოყვანა მოახერხეს სტიქიის ზონიდან. სრულად განადგურებულია ინფრასტურქტურა.


ფოტო: მთის ამბები


ამავე თემაზე:

რაჭის ტრაგედიის გამო სენაკსა და აბაშაში „მუსიკალური საღამოები“ გადაიდო



Print