ახალი ამბები
NAEC-მა უნარების, ხელოვნების, ბიოლოგიის, ქიმიისა და გეოგრაფიის შედეგები გამოაქვეყნა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა აბიტურიენტთა პირველადი შედეგები ბიოლოგიაში, ქიმიაში, გეოგრაფიაში, სახვით და გამოყენებით ხელოვნებასა და ზოგად უნარებში.

naec-ის ცნობით, საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე https://online.naec.ge/defonline/, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა.

გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილი გახდება გათანაბრების, სკალირებისა და აპელაციის შემდეგ.

უკვე ცნობილია გამოცდების შედეგები ქართულ ენა-ლიტერატურაში, მათემატიკაში, უცხო ენასა და ისტორიაშიც.
Print