ახალი ამბები
საქართველოში გლოვის დღეა
დღეს, 7 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გლოვის დღეა.

გლოვის დღესთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთში უწყებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

ამასთან, დაღუპულთა სულების მოსახსენებლად წირვას აღავლენს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი.

ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში 18 ადამიანის ცხედარი ნაპოვნი. დაკარგულების საძებნად გრძელდება სამაშველო სამუშაოები.

რადიო “ათინათი” უსამძიმრებს შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებსა და სრულიად საქართველოს.


ფოტო: მთის ამბები


ამაეე თემაზე:


ზუგდიდიდან რაჭაში სტიქიის ზონაში მოხალისეები მიემგზავრებიან




Print