ახალი ამბები
გამოცდების პირველადი შედეგები გამოქვეყნდა ლიტერატურაში, სამოქალაქო განათლებასა და ფიზიკაში
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით პირველადი შედეგები გამოქვეყნდა ლიტერატურაში, სამოქალაქო განათლებასა და ფიზიკაში.


Naec.ge-ს ცნობით, საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტმა უნდა შეიყვანოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი ვებგვერდზე, რომლის შედეგადაც ის მიიღებს ინფორმაციას საკუთარი ნაშრომისა და კონკრეტულ საგაში მიღებული პირველადი „ნედლი“ ქულის შესახებ. https://online.naec.ge/defonline

8 აგვისტოდან იწყება საპრეტენზიო განცხადების მიღება, რომელიც სამი დღე გაგრძელდება. საპრეტენზიო განაცხადების მიღება ელექტრონულ ფორმატში იქნება შესაძლებელი. აბიტურიენტს უფლება ეძლევა გაასაჩივროს ერთი ან რამდენიმე დავალება, ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იუწყება.

უკვე ცნობილია გამოცდების შედეგები ქართულ ენა - ლიტერატურაში, მათემატიკაში, უცხო ენაში, ისტორიაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, გეოგრაფიაში, ხელოვნებაში, სამოქალაქო გათლებასა და ფიზიკაში.

Print