ახალი ამბები
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტყის ხანძრებთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მიმდინარე კვირის განმავლობაში, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მატება. რა დროსაც განსაკუთრებით იზრდება ტყის ხანძრების რისკი. უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ხანძრის კერის ან დაკვამლიანების შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დარეკონ 112-ში.

გარდა ამისა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტყის ხანძრების თავიდან ასარიდებლად რეკომენდაციებსაც იძლევა:

"ნუ დაწვავთ ნარჩენებს, მცენარეებს ან სხვა მასალებს ტყეში, ნუ გადააგდებთ ანთებულ სიგარეტს ტყეში, ნუ დაანთებთ ცეცხლს ტყეში, გამხმარი მცენარეებით მოფენილ ნიადაგზე, თვითაალების საშიშროებიდან გამომდინარე, მოერიდეთ ტყეში ან მის სიახლოვეს ნარჩენების დაყრას, ყურადღება მიაქციეთ ტყის მიმდებარედ ამკრძალავ ნიშნებს ", - მოუწოდებს უწყება მოსახლეობას. 

მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურები სითბური სტრესის, ტყის ხანძრებისა და მყინვარების დნობასთან დაკავშირებული პროცესების გააქტიურების ხელმშემწყობ პირობებს წარმოადგენს. ამის შესახებ კი გარემოს ეროვნული სააგენტო იუწყება.


Print