ახალი ამბები
სალხინოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოზარდი დაიღუპა
მარტვილში, სალხინოში, ავტოსაგზაო შემთხვევას 15 წლის მოზარდი ემსხვერპლა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ის ველოსიპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც, მას მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა. მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სსკ - ის 276 - ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შსს -ს ინფორმაციით, დაკავებულია ავტომობილის მძღოლი. 

შემთხვევა წუხელ მოხდა.

Print