ახალი ამბები
2023 წლის 6 თვეში ბავშვზე ძალადობის 171 ფაქტი დადასტურდა
2023 წლის 6 თვის განმავლობაში ბავშვთა მიმართ ძალადობის 793 შემთხვევაზე შევიდა შეტყობინება ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარებულთა დახმარების სააგენტოში. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

ამავე ცნობით, შესული შეტყობინებებიდან ძალადობის 171 ფაქტი დადასტურდა.


ანგარიშში არ არის მონაცემი, თუ რა სახის ძალადობაზეა საუბარი.


რაც შეეხება გასულ 2022 წელს, სააგენტოში ბავშვთა მიმართ ძალადობის 4131 შეტყობინება შევიდა, რომლიდანაც 1781 ფაქტზე ძალადობა დადასტურდა, 2021 წელს კი შესული 1904 შეტყობინებიდან ძალადობის 714 შემთხვევა დადგინდა.


Print