ახალი ამბები
ქვეყანაში არ დადასტურებულა კორონავირუსის ახალი შტამის შემთხვევა - დაავადებათა კონტროლის ცენტრი
საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის EG.5-ის არცერთი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ვირუსის ახალ ვარიანტებზე ლაბორატორიულ ზედამხედველობას მხოლოდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ახორციელებს. ამავე ინფორმაციის თანახმად, მხოლოდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს აქვს ვირუსის ახალი ვარიანტების დადასტურების შესაძლებლობა და კერძო ლაბორატორიებში ახალი შტამის დადასტურების შესახებ ინფორმაცია ცენტს არ მიუღია.

„ცენტრი აქტიურად აგრძელებს დაკვირვებას ქვეყანაში კოვიდ-19-ის მოცირკულირე ვარიანტების, ისევე როგორც სხვა ვირუსების გავრცელებაზე“, - წერია განცხადებაში.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსის EG.5 შტამი არ იწვევს "ომიკრონის" ამჟამად გავრცელებული შტამისგან განსხვავებულ სიმპტომებებს ან მძიმე დაავადების განვითარებას. ამდენად, იგი იმართება სტანდარტული პროტოკოლით.
Print