ახალი ამბები
გამოცდების აპელაციის შედეგები 29 აგვისტოს გამოქვეყნდება
ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე 29 აგვისტოს გამოქვეყნდება. ინფორმაციას naec ავრცელებს. ცენტრის ცნობით, საკუთარი შედეგების გვერდზე ასევე გამოქვეყნდება გათანაბრებული და სკალირებული ქულებიც.

“საგანმანათლებლო პროგრამების წაშლისა და დამატების შესაძლებლობა აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის - 30 აგვისტოს 18:00 საათამდე - გექნებათ. სწორედ ამ დრომდე შეძლებთ ნებისმიერი ტიპის ცვლილების (პროგრამების დამატებას, წაშლას, რიგითობის შეცვლას) შეტანას თქვენს საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში”,- მიმართავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს.
Print