ახალი ამბები
აგვისტოში დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 19 ფაქტი გამოვლინდა
საგამოძიებო სამსახურმა აგვისტოს თვეში დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 19 ფაქტი გამოავლინა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.


ამავე ცნობით, ფაქტებზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 12 პირი, მათგან დაკავებულია 3 პირი.

"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, ჯამში 9445 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 47 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით", - ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Print