საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, 12 სექტემბერს, 9 მსჯავრდებული შეიწყალა.
ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია
ავრცელებს.მათივე ცნობით, შეწყალებულთაგან 5 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პატიმრობიდან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო 4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.
„5 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო 4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. გათავისუფლებულ მსჯავრდებულთაგან 2 ქალი მსჯავრდებულია“, - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები