ახალი ამბები
იაპონიაში ტაიფუნის გამო მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო
იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროს მძლავრი ტაიფუნი დაატყდა თავს. ამასთან დაკავშირებით ქვეყანაში მასობრივი ევაკუციისთვის ემზადებიან. ტელეკომპანია NHK–ის ინფორმციით, იაპონიის 7 პრეფექტურაში, 205 ათასი სახლის ბინადარზე ევაკუაციის ინსტრუქცია უკვე გაიცა, 18 პრეფექტურის 346 ათასი სახლის ბინადარს კი უახლოეს საათებში უსაფრთხო ადგილებში გადასვლა შესთავაზეს. ტაიფუნმა ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სამი ადამიანი დაკარგულად ითვლება, 671–მა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. სტიქიამ 360 სახლი დააზიანა, 74 ათასი ნაგებობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ცენტრალურ იაპონიაში 500 –ზე მეტ ავიარეისი გადაიდო. top.rbc.ru
Print