Error
ახალი ამბები
ჩეჩნეთში ტერორისტი–თვითმკვლელის აფეთქებას სამი პოლიციელის სიცოცხლე შეეწირა
ჩეჩნეთში, სუნჟენის პოლიციის განყოფილებასთან განხორციელებული აფეთქების შედეგად სამი პოლიციელი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა, ინფორმაციას რესპუბლიკის შსს ავრცელებს. აფეთქება 1:50 სთ–ზე სოფელ სერნოვოდსკში მოხდა, პოლიციის ადგლობრივ განყოფილებას, ასაფეთქებელი ნივთიერებით სავსე მანქანა მიუახლოვდა. აფეთქების შედეგად, რომელიც მანქანის მძღოლმა განახორციელა, მიღებული ჭრილობებისგან 3 პოლიციელი გარდაიცვალა, 4–მა კი სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობა მიიღო, იტყობინება ჩეჩნეთის შსს–ს ოფიციალური ვებგვერდი.
Print