ახალი ამბები
საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსზე რეკომენდაცია დღეს გამოქვეყნდება
დღეს, ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში ბრიუსელის დროით 12 საათის შემდეგ გახდება ცნობილი. პრესკონფერენციას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და კომისარი ოლივერ ვარჰეი გამართავენ.

ანგარიშში შეფასდება საქართველოში განხორციელებული რეფორმები, მათ შორის ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაცია.

ევროკომისიის რეკომენდაციის საფუძველზე ევროპული საბჭო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს გადაწყვეტს.

2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 პუნქტიანი გეგმა განუსაზღვრა

კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილებაზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები 14-15 დეკემბერს იმსჯელებენ.


Print