ახალი ამბები
ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია გასცა
ევროკომისიამ რეკომენდაციით მიმართა ევროპულ საბჭოს, რათა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსი მიენიჭოს.

ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"საბჭომ მიიღო გაფართოების ანგარიში. 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მაიდანის პროტესტები დაიწყო, მაიდანის პროტესტი ისეთი ადგილი იყო, სადაც ადამიანები დახვრიტეს იმიტომ, რომ გაეხვივნენ ევროპულ დროშებში და 10 წლის შემდეგ დღეს ისტორიული დღეა, რადგან დღეს კომისია იძლევა რეკომენდაციას, რომ საბჭომ დაიწყოს მიერთების მოლაპარაკებები. კომისია, ასევე, გაწევრიანების მოლაპარაკების რეკომენდაციას იძლევა ბოსნია ჰერცეგოვინასთან მას შემდეგ, რაც მიღწეულ იქნება წევრობის კრიტერიუმთან შესაბამისობა. კომისია რეკომენდაციას უწევს საქართველოს, რათა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, იმ თვალსაზრისით, რომ უნდა განხორციელდეს ზოგიერთი რეფორმა. ამ 4 ქვეყანაზე მოვახდენთ ფოკუსირებას, პირველ რიგში კი უკრაინაზე," - ხაზგასმით აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ გადადგა გარკვეული ნაბიჯები ინტეგრაციის კუთხით და მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას.

მისივე თქმით, ევროკავშირში ინტეგრაციის მისწრაფება უკეთ უნდა ასახოს საქართველოს ხელისუფლებამ.

ევროპული საბჭო საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებაზე დეკემბერში იმსჯელებს.


ამავე თემაზე: 

საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსზე რეკომენდაცია დღეს გამოქვეყნდება


Print