ახალი ამბები
ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6.2%-ით გაიზარდა – საქსტატი
წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 6.2%-ით გაიზარდა, ხოლო 2023 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი 6.9%-ით განისაზღვრა. შესაბამისი ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

როგორც საქსტატში განმარტავენ, 2023 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი, ტრანსპორტი და დასაწყობება.

რაც შეეხება კლების ტენდენდენციას, სააგენტოს ცნობით, ის შეეხო დამამუშავებელი მრეწველობის და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების სფეროებს.

Print