ახალი ამბები
3-დან 5 დეკემბრამდე დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ გზაზე შეზღუდვები იქნება
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ254-კმ259 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება 3 დეკემბრის 09:00 სთ-დან, 5 დეკემბრის 21:00 სთ-მდე. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ამავე ცნობით, დროის აღნიშნულ პერიოდში, აღმოსავლეთისკენ მოძრავი ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ნახშირღელე-ქუთაისი-სამტრედიას საავტომობილო გზის კმ43 (ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი) გავლით.


ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი


Print