Error
ახალი ამბები
რისთვის მოკლეს რუსი დიპლომატი სოხუმში?
“ევროპელი დემოკრატების“ ლიდერის პაატა დავითაიას განცხადებით, რუსი დიპლომატი სოხუმში ე.წ. საელჩოს მშენელობაზე რუსეთის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულის გამო მოკლეს. დავითიას თქმით, მშენებლობაზე 35 მილიონი დოლარი გამოიყო. პოლიტიკოსი „საელჩოს“ მშენებლობას საგანგაშოდ მიიჩნევს. მისი სტყვებით, საელჩოს მშენებლობაზე გამოყოფილი მსხვილი თანხა, იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთის არასოდეს „წაიღებს“ უკან, მის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას. "მინდა მივმართო და მოვუწოდო საქართველოს პრემიერ–მინისტრს და საქართველოს მთავრობას, თუკი ისინი აცხადებენ, რომ ყურადღებით აკვირდებიან ევრაზიული კავშირის თემას, თვალი ადევნონ, როგორ ხარჯავს მეზობელი ქვეყანა 35 მილიონ დოლრს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მხოლოდ იმისთვის, რომ საკუთარი წარმომადგენლობა გახსნას. საქართველოს მთავრობამ ეს საკითხი განსახილველად უნდა გამოიტანოს, რომ მთელმა მსოფლიომ გაიგოს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რა მოცულობის თანხების ჩადებაზე მიდის საუბარი", -განაცხადა დავითაიამ. “ევროპელი დემოკრატების“ ლიდერის განცხადებით თანხა, რომელსაც რუსეთის ფედერაცია გამოყოფს, საკმარისია იმისათვის, რომ მთელს სოხუმს ჩაუტარდეს სარეაბილიტაციო სამუშაოები. abkhazeti.info
Print