ახალი ამბები
ოჩამჩირეში დეკემბრის ბოლოს გაუჩინარებულ ახალგაზრდა ქალს ეძებენ

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შსს - ს განცხადებით, ისინი აძლიერებენ ოჩამჩირის რაიონში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული ახალგაზრდა ქალის სამძებრო ღონისძიებებს, წერს „აფსნიპრესი“.


გამოცემის ცნობით, დღეს გამართულ საგანგებო თათბირზე, “შსს მინისტრის მოადგილე” ბესლან ჭკადუა, ოჩამჩირის, გულრიფშის და გალის მილიციის რაიონული განყოფილებების ხელმძღვანელებს შეხვდა და მათ დაავალა, გააქტიურონ ოპერტიულ - სამძებრო ღონისძიებები, გაუჩინარებული სოფია ოლეინიკის ადგილსამყოფლის დასადგენად.

29 წლის ოლეინიკი, 2023 წლის 27 დეკემბერს გავიდა სახლიდან და უკან არ დაბრუნებულა. გავრცელებული ინფორმაციით, ბოლოს ის სოფელ აკვასკიას სასურსათო მაღაზიაში ნახეს.

 

Print