ახალი ამბები
რუსებმა 2023 წელს ყველაზე მეტი ბიზნესი საქართველოში დაარეგისტრირეს - Forbes
საქართველო ლიდერობს იმ ქვეყნებს შორის, სადაც რუსეთის მოქალაქეებმა 2023 წელს ბიზნესი დაარეგისტრირეს, - ამის შესახებ გამოცემა Forbes-ის სტატიაში ვკითხულობთ.

აქვე აღნიშნულია, რომ იანვრიდან დეკემბრამდე რუსეთის მოქალაქეებმა 13 000 კომპანია გახსნეს.

„საქართველოში კომპანიების ასეთი მასიური გახსნის რამდენიმე მიზეზი არსებობს: გარდა წმინდა სტატისტიკურისა, ანუ რუსეთის აქტიური მოქალაქეების შემოდინებისა ქვეყანაში, ამას ხელს უწყობს ბიზნესის რეგისტრაციის მოსახერხებელი პირობები და საგადასახადო სისტემა“, - განმარტავს ანალიტიკური კომპანია Finion-ის დირექტორი ვიაჩესლავ კარტამიშევი.

კარტამიშევი ასევე დასძენს, რომ საქართველოში რუსებს და ბელარუსებს შეუძლიათ ლეგალურად გახსნან საბანკო ანგარიშები, მათ შორის, ბიზნეს საქმიანობისთვის.


Print