ახალი ამბები
პირველად მესტიაში სამი მუნიციპალური ავტობუსი იმოძრავებს
მესტიის მუნიციპალიტეტს "ისუზუს" ფირმის 3 თანამედროვე სამგზავრო ავტობუსი გადაეცა, რომელიც 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ამის შესახებ ინფორმაცია მესტიის მუნიციპალიტეტის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

მესტიის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა რადიო "ათინათთან" თქვა, რომ მუნიციპალიტეტს აქამდე არ ჰყოლია საზოგადოებრივი ავტობუსი და როგორც კი შესაბამისი ბუნებრივი პირობები შეიქმნება, ტრანსპორტი დაიწყებს მოძრაობას.
მისივე განმარტებით, ავტობუსები იმოძრავებენ დაბასა და მიმდებარე სოფლებშიც.

2022 წელს, იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით, ხელი მოეწერა პროექტს - "მესტიის მუნიციპალიტეტისთვის პირველი საზოგადოებრივი ავტობუსის შეძენა" და დაფინანსდა 195 000 ლარის ოდენობით. 



ფოტო: მესტიის მუნიციპალიტეტის მერია
Print