ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი გადადგა - მას კობახიძე ჩაანაცვლებს
ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ მთავრობის ადინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"მსურს საზოგადოებას ვაცნობო გადაწყვეტილების შესახებ, რომელზეც გუნდთან ერთად ვიმსჯელეთ. დღეს მე ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას.
არ დაგიმალავთ, რომ პოლიტსაბჭოში განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ ზაფხულამდე, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე დავრჩენილიყავი, თუმცა ვარჩიე, ახლა მიმეღო ეს გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანია, რომ შემდეგმა პრემიერმა დროულად წარადგინოს თავისი გუნდი და ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა. მე წარმატებებს ვუსურვებ ახალ პრემიერ-მინისტრს", - თქვა ღარიბაშვილმა.

გადადგომის გადაწყვეტილება მან მეორედ მიიღო. აღნიშნული თანამდებობა ღარიბაშვილმა პირველად 2013 წელს დაიკავა, ხოლო მეორედ 2021 წლის 22 თებერვალს. ის ასევე იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, 2019-2021 წლებში კი ხელმძღვანელობდა ქვეყნის თავდაცვის უწყებას. 

გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ამჯერად "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დაიკავებს.

Print