ახალი ამბები
ირაკლი ჩიქოვანი ვიცე-პრემიერი იქნება
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის პირველ სხდომაზე თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ვიცე-პრემიერად წარადგინა.

მისივე განცხადებით, პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება დაეკისრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს. ჩიქოვანთან ერთად, ვიცე-პრემიერი იქნება კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი.

პარლამენტმა საქართველოს მთავრობა 8 თებერვალს დაამტკიცა. ირაკლი ჩიქოვანის თავდაცვის მინისტრის პოსტზე დანიშნვას ხმა 80-მა დეპუტატმა, ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე მისცა. წინააღმდეგი იყო პარლამენტის 10 წევრი.


Print