ახალი ამბები
2023 წელს ცხოველის წამების ან მისდამი სასტიკი მოპყრობის 43 ფაქტი გამოვლინდა - შსს
2023 წლის განმავლობაში ცხოველის წამების ან მისდამი სასტიკი მოპყრობის 43 შემთხვევა აღირიცხა. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.

უწყების საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკით, ამათგან მხოლოდ 13 შემთხვევაა გახსნილი. მისი პროცენტული მაჩვენებელი კი 30,23%-ს შეადგენს.

ამავე ინფორმაციით, 2022 წლის მონაცემთან შედარებით, აღნიშნული დანაშაულის ჩადენის შემთხვევათა რიცხვი გაიზარდა.

Print