ახალი ამბები
ჟიული შარტავას დღეს 80 წელი შეუსრულდებოდა
7 მარტი საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადების დღეა.

ქართველი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე, გენერალ-მაიორი ჟიული შარტავა 1944 წლის 7 მარტს სენაკში დაიბადა.

1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, გენერალ-მაიორი შარტავა უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვას, რა დროსაც სეპარატისტებმა თანამებრძოლებთან ერთად ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს.

2004 წელს, მას პირველს მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება. სიკვდილის შემდეგ, ის დააჯილდოვეს ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენითაც.

ჟიული შარტავა დაკრძალულია თბილისში, ვაკის პანთეონში.
Print