ახალი ამბები
საქართველოს მდინარეები ნაკადულის კალმახის 900 ათასი ქვირითით დათევზიანდა - სამინისტრო
"წითელი ნუსხის" სახეობის ნაკადულის კალმახის პოპულაციის აღდგენის პროექტის ფარგლებში, 2024 წელს, საქართველოს მდინარეები 900 ათასი ქვირითით დათევზიანდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს.

საქართველოს "წითელი ნუსხის" სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლების პროექტს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო 2016 წლიდან ახორციელებს.


Print