ახალი ამბები
საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ისტორიაში პირველად ითამაშებს.

დღეს დინამო არენაზე საქართველოს გუნდმა ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში, პენალტების სერიაში, საბერძნეთი ანგარიშით - 4:2 დაამარცხა.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ 0:0 დასრულდა. შეხვედრის ბედი 11-მეტრიანების სერიაში ნიკა კვეკვესქირის მიერ გატანილი გოლით გადაწყდა.

ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე საქართველოს საგულშემატკივროდ 54 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა.

ისტორიული მატჩის ყურება ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში განთავსებულ დიდ ეკრანებზეც იყო შესაძლებელი.

ამავე თემაზე:

საქართველო - საბერძნეთის ისტორიული ფინალი 21 საათზე დაიწყება

სად შეგიძლიათ უყუროთ საქართველო-საბერძნეთის მატჩს დიდ ეკრანებზე ზუგდიდში, მარტვილსა და ფოთში

მესტიაში საქართველო-საბერძნეთის მატჩის ტრანსლაცია გაიმართება

ფინალის დიდ ეკრანზე ყურება ჯვარშიც შეეძლებათ



Print