ახალი ამბები
ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აფხაზმა აქტივისტმა შიმშილობა დაიწყო
აფხაზმა აქტივისტმა ჯანსუხ ადლეიბამ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. აქცია სოხუმის თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს.

"მისი მმართველობის ოთხი წლის განმავლობაში მან საარჩევნო კამპანიის არცერთი პუნქტი არ შეასრულა. რასაც ის აკეთებს, დამღუპველია ჩვენი ქვეყნისთვის. მას არ აქვს მორალური უფლება იყოს თავის პოზიციაზე. კაცმა წითელი ხაზი გადაკვეთა. მე ამას სახელმწიფო ღალატად მივიჩნევ", - განაცხადა მან.

მანამდე ადლეიბამ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის "თავისუფლების" შექმნის შესახებ განაცხადა.

"ეხო კავკაზას" თანახმად, თებერვალში ამავე აქტივისტის პროტესტის კომენტირებისას, ასლან ბჟანიამ თავისი ნათესავები ახსენა, - 2023 წელს მათ ყოფილ დეპუტატს თენგიზ აგრბას სცემეს.

სამოქალაქო აქტივისტმა ჯანსუხ ადლეიბამ 2015 წელს სოხუმის ნაგავსაყრელის დახურვას მიაღწია. მას შემდეგ ის და მისი თანამოაზრეები პერიოდულად მიმართავდნენ პროტესტის უკიდურეს ფორმებს, იმ პრობლემების ჩამონათვალში, რომელთა გადაჭრასაც ისინი აპირებდნენ, შედიოდა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის შეთანხმების რატიფიკაციის აკრძალვა და ვეტერანთა შესახებ კანონის მიღება.

Print