ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში ავარია მოხდა, რის შედეგადაც ორი პირი მძიმედ დაშავდა.   
გავრცელებული ინფორმაცით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. 
შემთხვევის შედეგად დაშავებული დედა-შვილი  სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. 
ექიმების ცნობით, ახალგახრდა მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ქალის კი, საშუალო სიმძიმის. 
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.
			
			
											 
					
მასალის გამოყენების პირობები