ახალი ამბები
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების თამაშებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 15 აპრილს დაიწყება
"უეფას ბილეთების პორტალზე ქართველი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების რეალიზაცია 15 აპრილს, 13:00 საათზე დაიწყება", - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

ამავე ცნობით, დეტალური ინფორმაცია და გზამკვლევი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

მეტი ინფორმაციისთვის გადადით ლინკზე - https://www.uefa.com/euro2024/ticketing/

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ისტორიაში პირველად ითამაშებს.

26 მარტს, დინამო არენაზე საქართველოს გუნდმა ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში, პენალტების სერიაში, საბერძნეთი ანგარიშით - 4:2 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს გერმანიაში, დორტმუნდში, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ, 18 ივნისს ჩაატარებს.


ფოტო: ლაშა კუპრაშვილი


ამავე თემაზე: 

ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ - ნიკა კვეკვესქირის დედის პირველი ემოციები (აუდიო)

გამარჯვების მეორე დღე და ზუგდიდელების მილოცვა (ვიდეო)

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს

ნიკა კვეკვესქირი, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა, აფხაზეთიდანაა

ზუგდიდის მე-7 საჯარო სკოლაში ნიკა კვეკვესქირის საფეხბურთო პრიზები ინახება


Print