ახალი ამბები
პარლამენტის ბიურომ ე.წ აგენტების კანონპროექტი დაარეგისტრირა
დღეს პარლამენტის ბიურომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი დაარეგისტრირა. დოკუმენტი განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.

ამავე კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის თქმით, სხდომა პარასკევს, 12 აპრილს ჩაინიშნა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ე.წ უცხოური აგენტის კანონს ვეტოს დაადებს.

რადიო "ათინათი" სხვადასხვა მედიასაშუალებასთან ერთად, გმობს და ეწინააღმდეგება საკანონმდებლო ორგანოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის ხელახალ განხილვას. ის უერთდება მედიაორგანიზაციების ერთობლივ განცხადებას

3 აპრილს მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ "ქართული ოცნება აღნიშნულ დოკუმენტს მეორედ დააინიცირებდა.

2023 წლის 7 მარტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ, რასაც საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან ათასობით მოქალაქის შეკრება მოყვა. აქციის დასაშლელად ძალოვნებმა არაერთგზის გამოიყენეს წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი. დაშავდა ათობით ადამიანი, 66 პირი კი დააკავეს. საპროტესტო აქცია სლოგანით "არა რუსულ კანონს" გაიმართა ზუგდიდშიც. 9 მარტს კი "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოსა და "ხალხის ძალას" შორის კონსულტაციების შედეგად, აღნიშნული კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს, ხოლო 10 მარტს პარლამენტმა მეორე მოსმენით ჩააგდო დოკუმენტი.


ამავე თემაზე: 

"ქართული ოცნება" ე.წ. აგენტების კანონს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს

რადიო "ათინათი" არ გეგმავს "უცხოური გავლენის აგენტად" დარეგისტრირებას - განცხადება

"არა რუსულ კანონს" - საპროტესტო აქციის მეორე დღე ზუგდიდში (ფოტო)

რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი - არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

დაუშვებლად მივიჩნევთ რუსული კანონის მიღებას - მედიაორგანიზაციები, მათ შორის "ათინათი" ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ


Print