ახალი ამბები
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "აგენტების კანონს" განიხილავენ
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ.

ის საკანონმდებლო ორგანოს "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ წარუდგინა.

იქამდე, დეპუტატებმა კენჭისყრით, 78 ხმა 25-ის წინააღმდეგ, პოლიტიკური პარტიის "საქართველოსთვის" მიერ მომზადებული ალტერნატიული პროექტი ჩააგდეს.

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, შესაძლოა, პლენარული სხდომა 21:00 საათამდე გაგრძელდეს და თუ ეს დრო საკმარისი არ აღმოჩნდა, სხდომა 17 აპრილს განახლდება.

რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტმა სამი მოსმენით უნდა განიხილოს და კენჭი უყაროს კანონპროექტს.

გუშინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონს.

3 აპრილს "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ მმართველი პარტია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს მეორედ დააინიცირებდა. საქართველოს პარლამენტის ბიურომ კანონპროექტი 8 აპრილს დაარეგისტრირა. 

2023 წლის 7 მარტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ, რასაც საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან ათასობით მოქალაქის შეკრება მოყვა. აქციის დასაშლელად ძალოვნებმა გამოიყენეს წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი. დაშავდა ათობით ადამიანი, 66 პირი კი დააკავეს. საპროტესტო აქცია სლოგანით "არა რუსულ კანონს" გაიმართა ზუგდიდშიც. 9 მარტს კი "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოსა და "ხალხის ძალას" შორის კონსულტაციების შედეგად, აღნიშნული კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს, ხოლო 10 მარტს პარლამენტმა მეორე მოსმენით ჩააგდო დოკუმენტი.


ამავე თემაზე: 

რატომ არა ე.წ აგენტების კანონს - ზუგდიდელების პასუხები (ფოტო/ვიდეო)

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "აგენტების კანონს" პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

"არა რუსულ კანონს!" - ზუგდიდში აქცია მიმდინარეობს (ფოტო)

რადიო "ათინათი" სხვა მედიებთან ერთად ე.წ აგენტების კანონის პარლამენტში წარდგენას აპროტესტებს


Print